პაპუნაშვილის მშვენიერი დაბრუნება - „სარაგოსამ“ ქართველის გოლით გაიმარჯვა [ვიდეო]

გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსას“ სამთვიანი ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და პირველივე შეხვედრაში, გუნდს ლამაზი გოლით გამარჯვება მოუპოვა.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოედანზე ესპანეთის სეგუნდა დივიზიოიონის მე-19 ტურში „ესტრემადურასთან“ მატჩში 66-ე წუთზე გამოჩნდა. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ მცირე დროში მან ბევრი რამ მოასწრო: 10ე წუთში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მშვენიერი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ მეტოქის კარი აიღო და გუნდი დააწინაურა. გიორგიმ გოლი ემოციურად აღნიშნა, რისთვისაც ყვითელი ბარათი, მატჩის შემდეგ კი – გულშემატკივრების ოვაციები.

საბოლოოდ, „სარაგოსამ“ 2:1 მოიგო, 19 ქულა დააგროვა, მეტოქე გასავარდნ ზონაში დააქვეითა და თავად მე-17 პოზიციაზე დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეოთხე შეხვედრა მოიგო.

მასპინძლები მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოები დარჩნენ, გამარჯვებას კი ქართველის დამსახურებად თვლიან. ბევრის აზრით, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, პაპუნაშვილი „სარაგოსაში“ საუკეთესო იყო.

„დღეს პაპუ საუკეთესოა! უსინდისო მსაჯობის მიუხედავად, მან 3 ქულა მოგვიტანა. როგორც იქნა, გუნდმა ნამდვილი ფეხბურთი აჩვენა“ – ასეთი იყო „სარაგოსას“ ოფიციალურ გვერდზე, გუნდის ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარი.

დატოვე კომენტარი