პაპუნაშვილის გუნდი კვიპროსში გალიდერდა
პაპუნაშვილის გუნდი კვიპროსში გალიდერდა

გიორგი პაპუნაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში ითამაშა, მისმა გუნდმა, ლიმასოლის „აპოლონმა“ კი „კარმიოტისთან“ მატჩი 1:1 დაასრულა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოებში იყო და მოედანზე შეცვლაზე, 57-ე წუთზე შევიდა. ის სამ ეპიზოდში მონაწილეობდა. პირველად შორიდან დაარტყა და კარს ააცილა, მეორედ ფლანგური გადაცემის დასრულებას ცდილობდა და ისევ ააცილა. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი გიორგიმ 90+8-ე წუთზე შექმნა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. პაპუნაშვილმა „კარმიოტისის“ კართან მცველი „მიაპრესინგა“ და ბურთი დააკარგვინა, მერე თავად მიიღო ბურთი, განავითარა შეტევა, რომელიც გოლით დასრულდა და „აპოლონი“ გამარჯვებას ზეიმობდა, მაგრამ არბიტრმა „აპოლონის“ გოლი არ ჩათვალა.

აპოლონმა“ კვიპროსის სუპერლიგის 23-ე ტურის შემდეგ 48 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერი გახდა. პარალელურად, ლიმასოლის გუნდის კონკურენტმა, ფამაგუსტას „ანორთოსისმალარნაკას აეკ-თან (0:0) ქულები დაკარგა (44 ქულა), ნიქოზიისომონიამ“ კი „დოქსა“ დაამარცხა და 47 ქულით მეორე ადგილზეა.