პაპუნაშვილის ბრინჯაო ჩინეთის გრან პრიზე
პაპუნაშვილის ბრინჯაო ჩინეთის გრან პრიზე

ჩინეთის გრან პრის მესამე, დასკვნით დღეს, ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი პაპუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო. ეს საქართველოს ნაკრებისთვის ამ ტურნირზე მოპოვებული პირველი მედალია.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან შვეიცარიელი გირილ გროსკლაუსი დაამარცხა.

დღეს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი იბრძოლებს. +100 კგ. წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილი გემნანელ იოჰანეს ფრეის დაუპირისპირდება.