პაპუნაშვილი „რასინგმა“ წარადგინა - სხვა წინადადებებზე უარი ვთქვი (ვიდეო)
პაპუნაშვილი „რასინგმა“ წარადგინა - სხვა წინადადებებზე უარი ვთქვი (ვიდეო)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის სანტანდერის „რასინგში“ გიორგი პაპუნაშვილი იანვარში გადავიდა, თუმცა კლუბმა 24 წლის ქართველი შემტევი ახლა წარადგინა. კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ფეხბურთელმა პრესკონფერენცია ქართულად გამართა, რაშიც თარჯიმანი ეთო მეშველდიშვილი ეხმარებოდა.

„მიხარია, რომ ასეთი დიდი კლუბის წევრი გავხდი. მართალია, სხვა შეთავაზებები მქონდა, როგორც ესპანეთიდან, ასევე სხვა ქვეყნის გუნდებიდან, მაგრამ უარი ვთქვი, იმისათვის, რომ ასეთი ისტორიის მქონე გუნდში ჩავრიცხულიყავი. კუნთების დაზიანების გამო დრო გამიცდა, მაგრამ მზად ვარ „რასინგისთვის“ ყველაფერი გავაკეთო. მაგალითად, დილის ვარჯიში ისეთივე ჩვეული დატვირთვით ჩავატრე, როგორც ჩემმა თანაგუნდელებმა“ – ამბობს გიორგი პაპუნაშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გუნდის მდგომარეობაზეც ილაპარაკა: „ჩვენ ლა ლიგა2-ში წარმატებას მივაღწევთ, მაგრამ ამას მარტო ვერ გავაკეთებთ. ფანების თანადგომა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ისინი იმედგაცრუებულნი არიან, რადგან ბოლო ადგილზე ვართ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ. მე კი მზად ვარ, რომ ვითამაშო როგორც ნახევარდაცვის შუაში, ასევე მარჯვენა ფლანგზე. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მზად ვარ ორივე პოზიციაზე ვითამაშო“.

გიორგიმ ენობრივ ბარიერზეც ილაპარაკა: „რაც შეეხება ენას, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მწვრთნელებთან და პარტნიორებთან ენის ბარიერი არ მაქვს. მაგრამ პრესკონფერენციაზე მირჩევნია მთარგმნელი მყავდეს“.

შეგახსენებთ, რომ „რასინგმა“ პაპუნაშვილი „რეალ სარაგოსადან“ იჯარის საფუძველზე დაიმატა.