პაპუნაშვილი გულშემატკივრებმა საუკეთესოდ აღიარეს
პაპუნაშვილი გულშემატკივრებმა საუკეთესოდ აღიარეს

ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში ჩატარებული მშვენიერი თამაშის შემდეგ, გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსას“ ფანებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვა „სარაგოსას“ „ტვიტერის“ გვერდზე ჩატარდა და 22 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა პირველი ადგილი დიდი უპირატესობით დაიკავა. არცაა გასაკვირია: მისმა გუნდმა საშინაო შეხვედრაში „ალბასეტე“ 4:1 დაამარცხა, გიორგიმ კი ჰეთთრიქი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

„პაპუს“ ზღაპრული დღე“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა vavel.com-მა წერილი, რომელიც ქართველ ფეხბურთელს მიუძღვნა.

„ქართველი გუნდში შარშან ზაფხულში მოვიდა და ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში. გარდა იმისა, რომ 23 წლის ნახევარმცველი ბურთს კარგად იჭერს, ანაწილებს და შეტევებს ამწვავებს, ახლა უკვე გოლეადორული თვისებებიც გამოავლინა“, – აღნიშნულია vavel.com-ის პუბლიკაციაში.