პაპუნაშვილი და მატიაშვილი ფინალში არიან – თბილისის გრან-პრი
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე ფინალური ბლოკის მონაწილეები გამოვლინდნენ. დღეს ტურნირის დასკვნით მესამე დღეს ასპარეზობა იმართება კაცებში 90, 100 და 100+, ხოლო ქალებში – 78 და 78+ კლილოგრამ კილოგრამ წონით კატეგორიებში.
ქართველი ძიუდოისტებიდან გიორგი პაპუნაშვილი (90) და ლევან მატიაშვილი (100+) ოქროს მედლისთვის, ხოლო ბექა ღვინიაშვილი (90), ონისე ბუღაძე (100+) და გელა ზაალიშვილი (100+) მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ. ეს ორი უკანსკნელი ერთმანეთს ბრინჯაოს მედლისთვის დაუპირისპირდებიან.
პაპუნაშვილის მეტოქე ფინალში კუბელი სილვა მორალესი იქნება, ხოლო მატიაშვილის – ბულგარელი ალიაქსანდრ ვახავიაკი.
ქალებს შორის დღეს სოფიო სომხიშვილმა იასპარეზა, თუმცა ფინალურ ბლოკამდე ვერ მივიდა.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.
ასპარეზობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება.


