პაპუნაშვილი და მატიაშვილი ანტალიის გრან-პრის ფინალში არიან
პაპუნაშვილი და მატიაშვილი ანტალიის გრან-პრის ფინალში არიან

ანტალიაში მიმდინარე გრან-პრიზე ქართველი ძიუდოისტები გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მატიაშვილი ფინალში იასპარეზებენ, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ფინალში პაპუნაშვილი (90კგ) თურქ მიკაელ ოზერლერს, ხოლო მატიაშვილი (100+) გამოცდილ ჰოლანდიელ ძიუდოისტ როი მაიერს დაუპირისპირდებიან.

დღეს ტურნირზე ორთაბრძოლები კაცებში 90, 100 და 100+, ხოლო ქალებში 78 და 78+ კილოგრამამდე წონით კატეგორიებში იმართება. ჩვენი სპორტსმენები ტურნირის დასკვნით მესამე დღეს შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ:

კაცები
90 კგ. – გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი.
100 კგ. – ზაურ კენჭაძე.
+100 კგ. – ლევან მატიაშვილი, გიორგი ქავთარაძე.

ქალები
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი.