პაპუნაშვილი „აპოლონში“ იგვიანებს - გიორგიმ გუნდს პირადი პრობლემის შესახებ აცნობა
პაპუნაშვილი „აპოლონში“ იგვიანებს - გიორგიმ გუნდს პირადი პრობლემის შესახებ აცნობა

გიორგი პაპუნაშილი კვიპროსზე დროულად ჩასვლას ვერ ახერხებს, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა match.cy ავრცელებს.

„პაპუნაშვილი იანვრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ლიმასოლის „აპოლონის“ პირველი გარიგებაა – გუნდი ფეხბურთელს და მის კლუბს, „რეალ სარაგოსას“ ერთი კვირის წინ შეუთანხმდა. გიორგი პაპუნაშვილი გუნდის შემოთავაზებას დათანხმდა და კვიპროსში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ფეხბურთელმა გუნდის ხელმძღვანელობას პირადი პრობლემის შესახებ აცნობა, ამიტომ ხვალ ის ჩვენი კუნძულისკენ თვითმფრინავით გაფრინდება“, – წერს match.cy.

კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივი“ კი წერს, რომ 25 წლის პაპუნაშვილი კვიპროსზე თავს მარტოდ არ იგრძნობს, რადგან ბევრი ნაცნობი დახვდება.

„პაპუნაშვილი კვიპროსში თავის მეგობრებს, ყოფილ თანაგუნდელებს და მწვრთნელს შეხვდება. საქართველოს ეროვნულ გუნდში პირველად ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ გამოიძახა და სადებიუტო შეხვედრა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ამხანაგურ მატჩში (1:0) 2014 წლის 3 ივნისს ჰქონდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან ითამაშა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი და კვლავ თემურის მეთაურობით. საქართველოს ნაკრებში პაპუნაშვილის თანაგუნდელები არიან „ანორთოსისის“ წევრები – ლორია, დაუშვილი, ოქრიაშვილი და ქვითილია. „აპოლონში“ კი შეხვდება თავის ყოფილ თანაგუნდელს დიეგო აგირეს, რომელთანაც ერთად „სარაგოსაში“ 2018-19 წლების სეზონში თამაშობდნენ“.

დატოვე კომენტარი