პაპუნაშვილი „აპოლონში“ დარჩება და მეორე შანსს მიიღებს #1TVSPORT
პაპუნაშვილი „აპოლონში“ დარჩება და მეორე შანსს მიიღებს #1TVSPORT

გიორგი პაპუნაშვილი ლიმასოლის „აპოლონში“ დარჩება და გუნდი მას თავის გამოსაჩენად მეორე შანსს მისცემს – ინფორმაციას გამოცემა „სიგმალავი“ ავრცელებს.

„თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ გიორგი პაპუნაშვილი ახალ სეზონში „აპოლოში“ აღარ ითამაშებდა. თუმცა, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ლიმასოლის კლუბში მაინც დარჩება“, – ამტკიცებს კვიპროსული გამოცემა.

სიგმალავის“ ინფორმაციით, ლიმასოლის კლუბის გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ცორნიგერმა გადაწყვიტა, ქართველ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი მისცეს.

ცორნინგერს, რომელსაც შემტევი ნახევარმცველების პოზიციაზე საკმარის ვარიანტები არ გააჩნია, შეუძლია გამოსავალი ქართველი ფეხბურთელის სახით იპოვოს. ეს უკანასკნელი მონდომებულია და სურს, რომ თავის დამკვიდრების მეორე შესაძლებლობა გამოიყენოს“.

გიორგი პაპუნაშვილი კვიპროსულ კლუბში 2021 წლის დასაწყისში ესპანეთიდან გადავიდა – გიორგი სარაგოსას „რეალში“ თამაშობდა, მაგრამ ტრავმებმა თავის გამოჩენის შანსი არ მისცა. მას სათამაშო პრაქტიკა „აპოლონშიც“ ანალოგიური მიზეზით არ ჰქონდა.