პაპუნაშვილი „აპოლონს“ შეუერთდა
პაპუნაშვილი „აპოლონს“ შეუერთდა

გიორგი პაპუნაშვილი „აპოლონს“ შეუერთდა და გუნდურ ვარჯიშებში მონაწილეობს, – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

სარაგოსას „რეალის“ 25 წლის ქართველი შემტევის ტრანსფერი კვიპროსულ კლუბში დეკემბერში შეთანხმდა და 2 იანვარს საბოლოოდ გადაწყდა. თუმცა, გუნდის მთავარი მწვრთნელის, იანის პეტრაკისის თქმით, გიორგი ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

საქმე ისაა, რომ კვიპროსში ესპანეთიდან გადასულ ქართველს სათამაშოდ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა, რაც გუნდმა უკვე მიიღო, მაგრამ 6 იანვარს ნიქოზიასომონიასთან“ ვერ ითამაშა, რომელთანაც მისმა ახალმა გუნდმა გასვლაზე 2:1 წააგო. ამიტომ, სავარაუდოდ, პაპუნაშვილი თამაშს ახნასეთნიკოსთან“ მატჩში შეძლებს, რომელსაც 9 იანვარს „აპოლონი“ გასვლაზე ჩაატარებს.

„ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა „აპოლონისთვის“, რადგან ქართველი ტუზი იანის პეტრაკისის განკარგულებაში უფრო ადრე იქნება, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი – პაპუნაშვილის თამაშს მხოლოდ თებერვალში იმედოვნებდნენ. გასათვალისწინებელია, რომ „აპოლონმა“ „სარაგოსადან“ და ესპანეთის ფედერაციიდან პაპუნაშვილის სერთიფიკატი მოითხოვა და უკვე მიიღო. გიორგი გუნდს შეუერთდა და მისი რეგისტრაცია დასრულებულია“, – წერს გამოცემა „ფილნიუსი“.