პაპუნა ფონიავა ქუთაისის „ტორპედოში“
პაპუნა ფონიავა ქუთაისის „ტორპედოში“

„ტორპედო“ კიდევ ერთი მოთამაშით გაძლიერდა. „ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, ევროპის ლიგამდე კლუბმა ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა დაიმატა.

ფონიავა მარტვილელია და კარიერა „მერანში“ დაიწყო. 25 წლის ნახევარმცველს ასევე უთამაშია ბათუმის „დინამოსა“ და საჩხერის „ჩიხურაში“. „რუსთავში“ 2018 წლიდან გამოდის.

პაპუნა ფონიავა საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო. ქუთაისელებმა ლიდერების წასვლის შემდეგ უკვე მეხუთე მოთამაშე დაიმატეს.