პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ევროპაზე

20:28, 02.11.2018

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩვენი თანამემამულე ჯაბა პაპინაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

იგი ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან, იაგო აბულაძესთან დამარცხდა. მეორე ქართველი, 66კგ-ში მოასპარეზე თორნიკე ნაგლიაშვილი, მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ისრაელის წარმომადგენელს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ტატამზე არ გამოცხადდა და წაგება ჩაეთვალა.

ქალთა შორის, ჩვენმა სპორტსმენმა ეთერ ლიპარტელიანმა, 57 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიგო. გადამწყვეტ ბრძოლაში მან გერმანელი ანე შმიდტი დაამარცხა.

მსგავსი