პაპინაშვილის პირველი გამარჯვება – იპონი 22 წამში [ვიდეო]

10:55, 20.09.2018

რამდენიმე წუთის წინ, ბაქოში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. დღეს მედლებისთვის საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი იბრძვის. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თავისი პირველი შეხედვრა – ამირან პაპინაშვილმა გამართა, რომელმაც პირველ წრეში დაისვენა. მეთექვსმეტედფინალის საგზურისთვის ბრძოლაში, მსოფლიოს პრიზიორმა პაინაშვილმა, ასევ დასვენებული მალაველი – ემანუელ ნდაიუ – 22 წამში დაამარცხა.

შემდეგ წრეში ამირანის მეტოქე, უკანასკნელი ორი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი – ბულგარელი იანისლავ გერჩევი იქნება.

მსგავსი