პაპინაშვილი მეშვიდე პარიზული მედლისთვის იბრძოლებს, ჩხვიმიანი უმედლოდ დარჩა
პაპინაშვილი მეშვიდე პარიზული მედლისთვის იბრძოლებს, ჩხვიმიანი უმედლოდ დარჩა

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინაჯოს მედლისთვის ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს. პარიზის დიდ სლემზე ქართველმა ფალავანმა ორი შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალში კი იაპონელი ტონი შიშიმეს ბარიერი ვეღარ დასძლია. როდესაც დამატებითი დროის ერთი წუთი იყო გასული, პაპინაშვილს ერთი შიდო ჰქონდა იაპონელს კი ორი. მორიგი შეტევის დროს არბიტრმა ამირანი გააფრთხილა და ანგარიში გაფრთხილებებითაც გათანაბრდა, თუმცა არბიტრმა შელაპარაკებისთვის მას მესამე შიდოც მისცა და ორთაბრძოლა შიშიმეს გამარჯვებით დასრულდა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პაპინაშვილი მასპინძელ სედრიკ რევოს დაუპირისპირდება. სწორედ რევომ დააკარგინა მედლისთვის ბრძოლის შანსი ამავე წონაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანს. რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოსიტმა ფრანგთან ვაზარით წააგო და მედლისთვის ბრძოლის შანსი ხელიდან გაუშვა.

შეგახსნებთ რომ ნახევარფინალშია კიდევ ერთი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), რომელიც ფინალის საგზურისთვის სამხრეთ კორეელ ანს დაუპირისპირდება.