პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ნახევარფინალშია, ნინიაშვილი - მეოთხედფინალში [ვიდეო] #1TVSPORT
პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ნახევარფინალშია, ნინიაშვილი - მეოთხედფინალში [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს ძიუდოს გრანდ სლემმა აიღო სტარტი. ტურნირი 5-7 ნოემბერს გაიმართება, რომელზეც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს გათამაშებაში სამი ქართველი სპორტსმენი ჩაება, რომელთაგანაც ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) ნახევარფინალშია, ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ) კი მეოთხედფინალში იასპარეზებს.

ტურნირს პირველსავე შეხვედრაში გამოეთიშა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), რომელიც იაპონელ იუჯი აიდასთან დამარცხდა. ჯაბა პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში უკრაინელ კირილ სამოტუგს სძლია, შემდეგ კი აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაიევს მოუგო და ფინალში გასასვლელად იჭიდავებს.

 

ბაგრატ ნინიაშვილიმა პირველ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი დაამარცხა და ნახევარფინალში საასპარეზოდ იბრძოლებს.

 

ბაქოს გრანდ სლემზე დღეს წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება.