პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს ძიუდოს გრანდ სლემმა აიღო სტარტი. ტურნირი 5-7 ნოემბერს გაიმართება, რომელზეც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს.

პირველ საშეჯიბრო დღეს გათამაშებაში სამი ქართველი სპორტსმენი ჩაება, რომელთაგანაც ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) ფინალში იასპარეზებს. ქართველმა ნახევარფინალში მონღოლ ენკტაივანს სძლია და ფინალში რუს ოგუზოვს შეხვდება. ჯაბა პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში უკრაინელ კირილ სამოტუგს მოუგო, შემდეგ კი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაიევს სძლია.

 

ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), რომელიც იაპონელ იუჯი აიდასთან დაამარცხა.

კიდევ ერთი ქართველი ბაგრატ ნინიაშვილი რეპეშაჟში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ნახევარფინალში იგი მოლდოველ დენის ვიერუსთან დამარცხდა.

ბაქოს გრანდ სლემზე დღეს წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება.