პაოლო მალდინის ვაჟი „მილანში“ რჩება
პაოლო მალდინის ვაჟი „მილანში“ რჩება

„მილანის“ სპორტული დირექტორისა და კლუბის ლეგენდის პაოლო მალდინის ვაჟმა, ნახევარმცველმა დანიელე მალდინიმ მამის გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

დანიელემ ყურადღება გასულ სეზონში, „როსონერის“ ახალგაზრდულ გუნდში მიიპყრო – მან 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

დანიელე მალდინი, რომელსაც ოქტომბერში 18 წელი შეუსრლუდება, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ასევე შეუძლია როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა გარემარბად მოქმედება.

პერსპექტიული ფეხბურთელის ანგარიშზე ორი მატჩია იტალიის 19-წლამდელთა ნაკრებში.