პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდგინდა
პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდგინდა

საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ინფორმაციით, კლუბის ლეგენდა, პაოლო მალდინი covid-19 ით დაინფიცირდა.

მალდინი „მილანის“ ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, პაოლოსთან ერთად კორონავირუსზე ტესტირებისას დადებითი პასუხი მიიღო მისმა შვილმა, დანიელე მალდინიმაც.