პაოლო მალდინიმ ოპერაცია გადაიტანა
პაოლო მალდინიმ ოპერაცია გადაიტანა

„მილანის“ ლეგენდა და ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც იტყობინებიან, 51 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა ოპერაცია გადაიტანა თირკმელში ქვების მოცილების გამო.

მალდინის „მილანის“ შემადგენლობაში ხუთჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი, სერია A-ს შვიდი ტიტული, ხუთი სუპერთასი და ერთხელ იტალიის თასი.