პაოლო მალდინი - საფრანგეთმა ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულებით შეცდომა დაუშვა
პაოლო მალდინი - საფრანგეთმა ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულებით შეცდომა დაუშვა

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა პაოლო მალდინიმ შეცდომა უწოდა საფრანგეთის ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულების გადაწყვეტილებას.

„ჩვენ უნდა ვცადოთ მოედანზე გასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველასთვის კატასტროფა იქნება. უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური კუთხით. ჩვენ უნდა ვცადოთ.

ჩემი აზრით, საფრანგეთმა შეცდომა დაუშვა. თუმცა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ,“ – განაცხადა მალდინიმ, რომელიც დღეს „მილანის“ სპორტული დირექტორია.

ყველა წამყვანი ევროპული ქვეყანა ცდილობს განაახლოს სეზონი. გამონაკლისები აღმოჩდნენ საფრანგეთი და ნიდერლანდები, რომლებმაც აღარ გააგრძელეს კორონავირუსის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატები.