პაოკ-მა ნინუას ტრანსფერი დაადასტურა - ქართველმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონმა სალონიკის პაოკ-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „დინამო თბილისის“ კაპიტანი ნიკა ნინუა დაიმატა.
ეს ზაფხულში სალონიკის გუნდის მეორე ტრანსფერი იყო – პაოკ-ის ცნობით, ნინუასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და არა სამწლიანი, როგორც ამას ბერძნული მედია ამტკიცებდა.
„ნიკა ნინუა ოფიციალურად გახდა პაოკ-ის მოთამაშე. ის გუნდში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ითამაშებს. ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტს ხელი სამედიცინო შემოწმების წარმატებული გავლის შემდეგ მოაწერა ხელი“, – წერია პაოკ-ის ოფიციალურ გვერდზე.
ნიკა ნინუა პაოკ-ში 32-ე ნომრიანი მაისურით ითამაშებს.