პანდევი „ჯენოასთან“ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს
პანდევი „ჯენოასთან“ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს

„გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, „ჯენოასთან“ ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს გორან პანდევი, რომელიც ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანია.

„36 წლის თავდამსხმელი არ აპირებს კარიერის დასრულებას. მაკედონიელი ფეხბურთელი „ჯენოასთან“ განაახლებს კონტრაქტს. პანდევს კლუბთან და გულშემატკივრებთან მშვენიერი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ასე რომ, ორივე მხარე მოხარული იქნება თანამშრომლობა კიდევ ერთი სეზონით რომ გაგრძელდეს“ – წერს იტალიური გაზეთი.

ჯერჯერობით არ არსებობს დეტალური ინფორმაცია, კონტრაქტი როდის გაფორმდება, რადგან იტალიაში ახლა მთელი ყურადღება კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზეა გამახვილებული.