პანდევი და ტრაიკოვსკი დაქვეითდნენ - გორანი ბუფონთან ითამაშებს, ჩრდილომაკედონიელთა თავდამსხმელი - საუდის არაბეთში #1TVSPORT
პანდევი და ტრაიკოვსკი დაქვეითდნენ - გორანი ბუფონთან ითამაშებს, ჩრდილომაკედონიელთა თავდამსხმელი - საუდის არაბეთში #1TVSPORT

გორან პანდევი ოფიციალურად დაემშვიდობა „ჯენოას“ და კონტრაქტი სერია „ბ“-ს „პარმასთან“ გააფორმა. „ჯენოამ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა „იუვენტუსთან“ ჩრდილოეთმაკედონიელი ვარსკვლავის გატანილი გოლის ფოტო წარწერით – „მადლობა, გორან!“.

გორან პანდევი სეზონს „პარმას“ მაისურით დაასრულებს მას შემდეგ, რაც კლუბმა „ჯენოასთან“ ჩემპიონატის დარჩენილი თვეების განმავლობაში ბალკანელი ვეტერანის დამატებაზე შეთანხმებას მიაღწია.

პანდევმა რამდენიმეჯერ თქვა, რომ კარიერის დასრულება „ჯენოაში“ უნდოდა, მაგრამ გუნდში ამერიკელი მეპატრონის მოსვლამ და სათამაშო წუთების შემცირებამ ჩრდილომაკედონიელი ვეტერანის გეგმები შეცვალა.

პარმაშიპანდევის თანაგუნდელი ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იქნება. „პარმა“ 20 ტურის შემდეგ ცხრილში მე-12 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონაში მყოფ გუნდებს რვა ქულით ჩამორჩება.

თუკი პანდევი აღარ თამაშობს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიაში, ამ გუნდის წევრია ალექსანდრე ტრაიკოვსკი, რომელიც ასევე უფრო უარეს გუნდში უკეთესი პირობებით გადავიდა – მან საუდის არაბეთის „ალ-ფაიჰას“ შეთავაზება მიიღო. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრი ახალ კლუბში წელიწადში 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მომდევნო 18 თვის განმავლობაში საუდის არაბეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

ტრაიკოვსკი ალ-ფაიჰაში დანიური „ოლბორგიდან“ გადავიდა, სადაც სეზონის დასაწყისში მოაწერა ხელი, მაგრამ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. გამოცდილი თავდამსხმელი ადრე თამაშობდა „ზულტე-ვარეგემში“, „პალერმოსა“ და „მალიორკაში“.