პანდემიის მიუხედავად - გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
პანდემიის მიუხედავად - გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

კრონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, გლდანში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა სრული ტემპით მიმდინარეობს.

მშენებლობა მოინახულა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ – პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცეპრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ. ტერიტორია შემოღობილია, დამონტაჟებულია განათების ანძები და გასახდელის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი მოიცავს ხელოვნურსაფარიან სტანდარტულ და მინიმოედანს განათებით, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონია 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც უეფა-სა და ფიფა-სგან მიღებული თანხებით მიმდინარეობს, 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

დატოვე კომენტარი