„პანათინაიკოსმა" „ოლიმპიაკოსი“ ოვერტაიმში დაამარცხა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მე-12 ტურის დარჩენილი 5 შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი ათენში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს „პანათინაიკოსი” და „ოლიმპიაკოსი” დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენლად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ, დაძაბული და ძალიან საინტერესო დაპირისპირება „პაოს“ გამარჯვებით დასრულდა.

მასპინძელთა რიგებში ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა ტაირის რაისმა. მის ანგარიშზე 41 ქულაა. ნიკ კალატესმა 14 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 12 ტურის შემდეგ „პანათინაიკოსი” 8 მოგებითა და 4 მარცხით 4-6 ადგილებს „მაკაბისთან” და „ცე ეს კასთან” ინაწილებს. „ოლიმპიაკოსს” 5 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს და 9-11 ადგილებს „ცრვენა ზვეზდასთან” და „ბასკონიასთან” ინაწილებს.

ხიმკი – ბარსელონა 94-102

ზენიტი – ლიონი 75-70

ფენერბახჩე – ალბა 107-102 (ოვერტაიმი)

ბასკონია – ანადოლუ ეფესი 77-102.