„პანათინაიკოსმა“ „ცსკა“-ს შანსი არ დაუტოვა - „ფენერბახჩემ“ „რეალს“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია [ვიდეო]
„პანათინაიკოსმა“ „ცსკა“-ს შანსი არ დაუტოვა - „ფენერბახჩემ“ „რეალს“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგაზე მე-15 ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა გაიმართა. დიდ ინტერესს იწვევდა ათენში გამართული მატჩი, სადაც „პანათინაიკოსმა“ „ცსკა“-ს უმასპინძლა და რუსულ კლუბს შანსი არ დაუტოვა. ბერძნებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს (36-18). საბოლოოდ კი „პანამ“ 96-84 მოიგო და უმნიშვნელოვანეს გამარჯვება მოიპოვა. ბერძნებს შორის ყველაზე მეტი 17 ქულა პაპაპეტრუს ანგარიშზეა. ნიკ კალატესმა 14 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა, მას სამმაგ დუბლამდე 4 მოხსნა დააკლდა. „არმიელთა“ რიგებში საუკეთესო 24 ქულით და 10 მოხსნით კლაიბერნი გამოდგა. ნანდო დე კოლომ მატჩი 17 ქულით დაასრულა.

ფენერბაჩეს“ და „რეალის“ დაპირისპირება ბოლო წამამდე დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ თურქებმა მატჩი 2 ქულის სხვაობით 65-63 მოიგეს. ლუიჯი დატომე 17 ქულით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და სწორედ მან ულიდერა „ფენერბახჩეს“. 13 ქულა დააგროვა ვესელიმ. მადრიდელებს შორის კი ყველაზე მეტი 12 ქულა რუდი ფერნანდესის ანგრიშზეა.

ბაიერნი – ბუდოჩნოსტი 93:88
გრან კანარიაჟალგირისი 73:66