„პალმეირასი“ იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტის სანაცვლოდ ახალ ტიტულებს პირდება
„პალმეირასი“ იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტის სანაცვლოდ ახალ ტიტულებს პირდება

ბრაზილიური „პალმეირასი“ იმედოვნებს „მილანის“ ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაფორმებას.

როგორც რამდენიმე წყარო წერს, ბრაზილიური კლუბი 38 წლის შვედის დაყოლიებას იმით აპირებს, რომ პირდება მას ბრაზილიის ჩემპიონატისა და კოპა ლიბერტადორესის მოგებას. თავის მდიდარ კოლექციაში იბრაჰიმოვიჩს ეს ტიტული არ აქვს.

ზლატანის კონტრაქტი „მილანთან“ 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მხარეებს ჯერ არ მოულაპარაკიათ ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

ამ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა იტალიურ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.