პალესტინის თავისუფლების ორგანიზაციის ცენტრალურმა საბჭომ ისრაელის სახელმწიფოს აღიარება შეაჩერა
პალესტინის თავისუფლების ორგანიზაციის ცენტრალურმა საბჭომ ისრაელის სახელმწიფოს აღიარება შეაჩერა

პალესტინის თავისუფლების ორგანიზაციის ცენტრალურმა საბჭომ ისრაელის სახელმწიფოს აღიარება შეაჩერა. პალესტინური გამოცემა Wafa-ს ინფორმაციით, პალესტინის ადმინისტრაცია ისრაელის აღიარებას აჩერებს იმ დრომდე, ვიდრე ოფიციალური თელ-ავივი პალესტინის სახელმწიფოს 1967 წლამდე არსებულ საზღვრებში და აღმოსავლეთ იერუსალიმში დედაქალაქით არ აღიარებს.

პალესტინის ადმინისტრაცია ასევე აჩერებს უსაფრთხოების საკითხებში კოორდინაციას და აუქმებს ეკონომიკურ შეთანხმებებს, რომელიც პარიზის 1994 წლის პარიზის ეკონომიკური პროტოკოლითაა განსაზღვრული. ასევე უქმდება ოსლოს შეთანხმების პირობებიც. საბჭოს გადაწყვეტილება პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა და პალესტინის თავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.