პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ისრაელის თავდასხმის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე რვა პალესტინელი დაიღუპა

20:44, 26.11.2023

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე რვა პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც სამინისტროში იუწყებიან, ქალაქ ჯენინში და იქ მდებარე ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის შეჭრისას დაიღუპა ხუთი ადამიანი, ორი დაიღუპა იატმაში, ნაბლუსის სამხრეთით, ხოლო რამალას მახლობლად, ალ ბირეჰში ისრაელის ჯარებმა ერთი ადამიანი დახვრიტეს.

მსგავსი