პალესტინის „ისლამურ ჯიჰადში“ აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით ღაზიდან რაკეტები გაუშვეს

02:18, 07.05.2024

პალესტინის „ისლამურ ჯიჰადში“ აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით ღაზიდან რაკეტები გაუშვეს.

„ჩვენ თავდასხმა განვახორციელეთ ქალაქ სდეროტზე, ნირამზე და სამხრეთ ისრაელზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის რამდენიმე ქალაქში, რომლებიც ღაზასთან ახლოს მდებარეობენ, საჰაერო განგაშის ხმები ისმოდა.

ისრაელმა რაკეტების წინააღმდეგ „რკინის გუმბათი“ აამუშავა.

მსგავსი