პაკისტანში, სუფისტების სამლოცველოსთან აფეთქებისას სამი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში, სუფისტების სამლოცველოსთან აფეთქებისას სამი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, სუფისტების სამლოცველოსთან აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. თავდასხმა ქალაქ ლაჰორიში მოხდა.

როგორც ცნობილია, თავდასხმის სამიზნე ტაძართან ახლოს მყოფი პოლიცია იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, სუფიზმის მიმდევრების სამლოცველო აზიაში ერთ-ერთი უძველესია. ის ლაჰორის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ყოველწლიურად ტაძარს ასობით ათასი სუნიტი და შიიტი მუსლიმი სტუმრობს.

მსგავსი აფეთქება სამლოცველოში 2010 წელსაც მოხდა. მაშინ თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.