პაკისტანში სარკინიგზო ავარიას 36 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში სარკინიგზო ავარიას 36 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში სარკინიგზო ავარიას 36 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, 50-ზე მეტმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, შეჯახების შედეგად, 14 ვაგონი გადატრიალდა, რომელთაგან რვა ვაგონი მთლიანად განადგურდა. მატარებლის მგზავრების უმეტესობას შეჯახების დროს ეძინა.

ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს სინდის პროვინციაში, სარკინიგზო სადგურებს შორის შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და მაშველები მივიდნენ.