პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქებისას 16 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქებისას 16 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში ქვანახშირის მომპოვებელი მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ კვეტასთან მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, მაღაროს ჩამონგრევა გაზის აფეთქებამ გამოიწვია. ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მაღაროდან ცხედრების ამოყვანის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ბელუჯისტანის პროვინცია მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა მაღაროებში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. 2011 წელს პროვინციის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარ აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა.