პაკისტანში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შეჭრილებმა ერთი პირი მოკლეს
პაკისტანში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შეჭრილებმა ერთი პირი მოკლეს

პაკისტანში, სადაც შეიარაღებული პირები ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შეიჭრნენ, სულ მცირე, ერთი ადამიანი მოკლეს. ინციდენტი ბალუჯისტანის პროვინციაში მოხდა. თავდამსხმელები „კონტინენტალის“ ქსელის ფეშენებელურ სასტუმროში შევიდნენ. ამ დროისთვის შენობაში სტუმრები და თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა სეპარატისტებმა აიღეს. „ბალუჯისტანის გამათავისუფლებელ არმიაში“ განაცხადეს, რომ მათი სამიზნე ჩინელი ინვესტორები იყვნენ.

„ბიბისის“ ცნობით, დაღუპული სასტუმროს დაცვის თანამშრომელია.