პაკისტანის პრემიერი - მემორანდუმი დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ მოხსნის საზღვაო ბლოკადას
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმება დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
„მემორანდუმი დაუყოვნებლივ შევა ძალაში. პირველი ნაბიჯის სახით, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ მოხსნის საზღვაო ბლოკადას“, – დაწერა შარიფმა სოციალურ ქსელში.
შარიფმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერა ორივე მხარის უმაღლეს დონეზე აჩვენებს აშშ-ისა და ირანის მზადყოფნას კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის.
„დაე, ამ ურთიერთგაგების მემორანდუმმა საფუძველი ჩაუყაროს უფრო დიდ გაგებას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობას მთელ რეგიონში“, – წერს შარიფი.
ცნობისთვის, აშშ-ირანის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი პაკისტანმა შეასრულა.