პაკისტანის პრემიერი - დასავლეთის მთავრობებმა წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფა ისევე უნდა დასაჯონ, როგორც ჰოლოკოსტის უარყოფა
პაკისტანის პრემიერი - დასავლეთის მთავრობებმა წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფა ისევე უნდა დასაჯონ, როგორც ჰოლოკოსტის უარყოფა

დასავლეთის მთავრობებმა წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფა ისევე უნდა დასაჯონ, როგორც ჰოლოკოსტის უარყოფა, – ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

იმრან ხანის თქმით, ჰოლოკოსტის უარყოფა არალეგალური დანაშაულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიასა და საფრანგეთში, რისთვისაც დამნაშავეები შესაძლოა, ციხეში გაგზავნონ. იმრან ხანს სურს, რომ დასავლეთის მთავრობებს თანაბრად მკაცრი პოზიცია ჰქონდეთ მათ მიმართ, ვინც წინასწარმეტყველ მუჰამედს გმობენ.

„მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, რომლებმაც უარყვეს უარყოფითი კომენტარები ჰოლოკოსტის შესახებ, გამოიყენონ იგივე სტანდარტები, რომ დაისაჯონ ისინი, ვინც განზრახ ავრცელებენ თავიანთი სიძულვილის გზავნილს მუსლიმების მიმართ, ჩვენი წინასწარმეტყველის შეურაცხყოფით. ჩვენ, მუსლიმებს, უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გვაქვს ჩვენი წინასწარმეტყველის მიმართ. ვერ შევეგუებით რაიმე ასეთ უპატივცემულობას და შეურაცხყოფას“, – განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა.

პაკისტანში მასშტაბური გამოსვლები საფრანგეთში მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. საპროტესტო ტალღას რადიკალური ისლამისტური პარტია „ტეჰრეეკ-ე-ლაბიაკი“ ხელმძღვანელობს. პაკისტანის პარტია საფრანგეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს.