პაკისტანის ხელისუფლებამ ტერორისტული ორგანიზაციის 44 წევრი დააკავა
პაკისტანის ხელისუფლებამ ტერორისტული ორგანიზაციის 44 წევრი დააკავა

პაკისტანის ხელისუფლებამ ტერორისტული ორგანიზაციის 44 წევრი დააკავა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, შეჰრიარ აფირიდის განცხადებით, დაკავებულთა შორის არის ისლამისტური დაჯგუფება „ჯაიშმოაჰამად“-ის ლიდერის ძმა, მუფტი აბდულ რაუფი.

5 მარტს ცნობილი გახდა, რომ პაკისტანმა ინდოეთის წყალქვეშა ნავი უკუაგდო, რომელიც პაკისტანის ტერიტორიულ წყლებში შესვლას ცდილობდა. ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის ნაწილში 14 თებერვალს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა სწორედ „ჯაიშმოაჰამად“-მა აიღო.

ინციდენტის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა გამწვავდა და ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავებმა პაკისტანის კონტროლირებული ქაშმირის ნაწილში რადიკალური დაჯგუფების ბანაკები დაბომბა. ამის შემდეგ პაკისტანის არმიამ ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

 

დატოვე კომენტარი