პაკისტანი ავღანეთთან საზღვარზე უსაფრთხოებას აძლიერებს

01:04, 11.07.2021

პაკისტანი ავღანეთთან არსებულ საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ბაბარ იფთიხარმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნა.

„ამ დროისთვის, ავღანეთთან არსებული საზღვრის 90% ბარიერებით არის დაცული, მაგრამ საზღვრების უსაფრთხოება ორივე მხრიდან უნდა ხორციელდებოდეს. სხვა მხარეს შესაბამისი ზომები უნდა მიეღო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, – აღნიშნა იფთიხარმა.

მისივე თქმით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავღანელი ლტოლვილების შესაძლო ნაკადებისთვის ემზადება.

მსგავსი