პაკიაოსა და კროუფორდის ბრძოლა ბაჰრეინში წელს შეიძლება გაიმართოს

07:38, 03.06.2020

ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ჩემპიონი, ლეგენდარული ფილიპინელი მენი პაკიაო აპირებს საჩემპიონო ორთაბრძოლა გამართოს მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის (WBO) ჩემპიონ ტერენს კროუფორდთან.

ეს ინფორმაცია ცნობილმა პრომოუტერმა ბობ არუმმა გაავრცელა:

„იმედი გვაქვს, რომ პაკიაო და კროუფორდი წელს შეძლებენ შეხვედრას. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ღინისძიების ბაჰრეინში გამართვას. ვნახოთ რა გამოვა. ბრძოლის ორგანიზების კარგი შანსები არსებობს”, – აღნიშნა არუმმა.

პაკიაოს პროფესიულ რინგზე 71 ბრძოლა აქვს გამართული – 62 მოიგო, შვიდჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა. 32 წლის კროუფორდის ანგარიშზე 36 ბრძოლაში 36 გამარჯვება მოდის.

მსგავსი