პაკიაოს მხოლოდ მეივეზერთან ბრძოლა სურს
პაკიაოს მხოლოდ მეივეზერთან ბრძოლა სურს

ფილიპინელი მოკრივის, მენი პაკიაოს მწვრთნელმა ფრედი როუჩმა განაცხადა, რომ მისმა შეგირდმა, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს, თუ ვერ მიიღებს რევანშს დაუმარცხებელი ამერიკელის ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ.

„შემიძლია ვთქვა, რომ მენი კრივიდან წავა, თუ ვერ შეძლებს ფლოიდთან რევანშზე მოლაპარაკებას. მოვლენათა ამგვარი განვითარება სავსებით შესაძლებელია. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ფრაც ამას განვიხილავთ. მენის მართლაც სურს მეივეზერთან ჩხუბი, მაგრამ ახლა ლოდინი რჩება“, – მოჰყავს როუჩის სიტყვები ფაით ჰაბს (Fight Hub).

ფლოიდ მეივეზერის და მენი პაკაიო ერთმანეთს 2015 წლის მაისში შეხვდნენ და გამარჯვება მსაჯებმა მეივეზერს ერთსულოვნად მიანიჭეს.