ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ შესაძლებლად მიიჩნია კიდევ ერთი ორთაბრძოლის ჩატარება ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან.
„არ ვიცი, რით არის ახლა დაკავებული ფლოიდი. ჩემი აზრით, ის იშვიათად ატარებს საგამოფენო ორთაბრძოლებს. მაგრამ ჩვენი რევანში, ერთმნიშვნელოვნად საინტერესო იქნებოდა“, – განაცხადა პაკიაომ.
ფლოიდ მეივეზერმა 2015 წელს დაამარცხა ფილიპინელი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
მენი პაკიაო ახლა 46 წლისაა. მან პროფესიულ კარიერაში 62 ორთაბრძოლა მოიგო (39 ნოკაუტით), რვაჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დაასრულა. ბოლო ოფიციალური შეხვედრა მან 2021 წელს ჩაატარა, როცა კუბელ იორდენის უგასთან დამარცხდა.