პაკიაო მეივეზერს ბრძოლაში გამოიწვევს
პაკიაო მეივეზერს ბრძოლაში გამოიწვევს

ლეგენდარულ ფილიპინელ მოკრივეს მენი პაკიაოს განზრახული აქვს ბრძოლაში გამოიწვიოს პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პაკიაო უახლოეს უქმეებზე დაამარცხებს ამერიკელ კიტ ტურმანს, – ამის შესახებ განაცხადა ფილიპინელის მწვრთნელმა ფრედი როუჩმა.

მეივეზერი აპირებს პაკიაოსა და ტურმანის ბრძოლაზე დასწრებას.

„პაკიაო ნოკაუტით მოუგებს ტურმანს სადღაც მეცხრე რაუნდში. ამის შემდეგ, ის გამოიწვევს მეივეზერს რევანშზე. თუ პაკიაო ჯანმრთელად იქნება, მაშინ ფლოიდის წინააღმდეგ ყველაფერი სხვანაირად წარიმართება, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო. ვნახოთ, გაბედავს თუ არა ფლოიდი დაბრუნებას, როცა მენის საქმეში იხილავს“, – მოჰყავს როუჩის სიტყვები ESPN-ს.

მეივეზერმა 2015 წელს დაამარცხა პაკიაო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

40 წლის პაკიაო მსოფლიოს ჩემპიონია მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ვერსიით ნახევრადსაშუალო წონაში.