პაკიაო კარიერის დასრულებას არ აპირებს
პაკიაო კარიერის დასრულებას არ აპირებს

40 წლის ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ განაცხადა, რომ ჯერჯერობით მზად არ არის კარიერის დასასრულებლად.

„ჯერჯერობით, თავს კარგად ვგრძნობ და ჯანმრთელობას ვინარჩუნებ, კიდევ ერთი ან ორი წელი ვხედავ საკუთარ თავს კრივში. 40 წლის ვარ, მაგრამ თავს 25 წლის ახალგაზრდად ვგრძნობ.

პატივს ვცემ კიტ ტურმანს. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ძალიან კარგი შეკრება გავიარე. ძალიან მონდომებით ვვარჯიშობდი, რადგან ამას ითხოვს მომავალი ბრძოლა ტურმანთან.

კიტ ტურმანმა თქვა, რომ ჩემი ნოკაუტში გაშვება და პენსიაში გამგზავრება უნდა. თუ ის ასეთ დონეზე ჩხუბს აპირებს, მე ამისთვის მზად ვარ. ეს იქნება შესანიშნავი ღამე კრივის მოყვარულებისთვის“, – განაცხადა მენი პაკიაომ გაზეთ “მირორში”.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს, ლას ვეგასში გაიმართება ბრძოლა პაკიაოსა და ამერიკელ კიტ ტურმანს შორის. ეს არის შეხვედრა ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ტიტულისთვის, რომელსაც პაკიაო ფლობს.