რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 46 წლის ფილიპინელმა მენი პაკიაომ, შესაძლოა, რევანში გამართოს ხუთ წონით კატეგორიაში ყოფილ ჩემპიონთან, 48 წლის ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალ The Ring-ის ავტორიტეტულმა ინსაიდერმა მაიკ კოპინგერმა.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, მხარეები ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გარდა ამისა, განიხილება მომავალი ბრძოლის ტრანსლირება Netflix-ზე.
შეგახსენებთ რომ მეივეზერისა და პაკიაოს პირველი ბრძოლა 2015 წლის 2 მაისს ლას ვეგასში ჩატარდა. შეხვედრა 12 რაუნდი გაგრძელდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მეივეზერმა გაიმარჯვა.