პაკეტამ, შეიძლება, მერვედფინალი გამოტოვოს #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკას პაკეტამ კუნთის ტრავმა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალის მატჩში იაპონიის წინააღმდეგ.
26 წლის ფეხბურთელმა ბარძაყი დაიზიანა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
მერვედფინალში ბრაზილია ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ამ შეხვედრაში ეჭვქვეშაა პაკეტას მინდორზე გასვლა.