„პაიდეს“ მეკარე - წარმოდგენა არ მქონდა, თბილისის „დინამოს“ მოთამაშე რომელ კუთხეში დაარტყამდა #1TVSPORT
„პაიდეს“ მეკარე - წარმოდგენა არ მქონდა, თბილისის „დინამოს“ მოთამაშე რომელ კუთხეში დაარტყამდა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის პირველ ტურში ესტონურმაპაიდემ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა. ვინაიდან განმეორებითი მატჩის დამატებითი დროის შემდეგ ორი თამაშის ანგარიში 4:4 იყო, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. პირველი ხუთი დარტყმისას შეცდომა არც ერთ მზარეს დაუშვია, მაგრამ „დინამოს“ მეექვსე ცდაზე ლევან ხარაბაძის დარტყმა მიკელ აქსალუმ მოიგერია და მატჩის გმირი გახდა.

ესტონელთა მეკარემ აღიარა, რომ ბოლო პენალტამდე წარმოდგენა არ ჰქონდა, სად დაარტყამდა თბილისელი მოთამაშე.

„პირველმა ხუთმა პენალტმა კარგად „გამახურა“, მეექვსე დარტყმაზე კი მომენტი ვიგრძენი. მაგრამ კუთხე არ ამირჩევია. წარმოდგენა არ მქონდა, თბილისელი მოთამაშე რომელ კუთხეში დაარტყამდა და წინასწარ გადავხტი, მან კი ბურთი მომარტყა. ეს ბედნიერი და ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, ჩვენ შეგვიძლია ისევ ვიმოგზაუროთ და ევროთასებზე ვითამაშოთ“, – ამბობს აკსალუ.

37 წლის გამოცდილი მეკარის შეფასებით, „პაიდემ“ დაცვის კარგი თამაშის ხარჯზე გაიმარჯვა.

„გამარჯვება დაცვამ მოგვიტანა, რომელმაც მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა. შეტევაში კარგად ვერ ვთამაშობდით, საამისოდ საკმარისი ძალები არ გვქონდა. მაგრამ დასკვნით ფაზაში საკმარისი ძალა აღმოგვაჩნდა, რომ თამაში ჩვენს სასარგებლოდ შემოგვეტრიალებინა. ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ და სომხეთში წავიდეთ“, – აცხადებს ესტონელი მეკარე.

21 ივლისს „პაიდეკონფერენს ლიგის მეორე ტურში სომხურ „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდება, განმეორებითი მატჩი კი 28 ივლისს არის დაგეგმილი.