„პაფოსმა“ ლევან ხარაბაძე წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსულმა საფეხბურთო კლუბმა „პაფოსმა“ სოციალურ ქსელებში ატვირთა ვიდეო, სადაც გუნდში ლევან ხარაბაძის კონტრაქტის გაფორმების და წარდგენის მომენტებია ასახული.

კვიპროსის სუპერლიგის გუნდმა „პაფოსმა“ ლევან ხარაბაძის შეძენის შესახებ 4 აგვისტოს განაცხადა, ხოლო ოფიციალურად ამის შემდეგ 22 წლის ქართველი მცველი წარადგინა.

ლევან ხარაბაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. 22 წლის მარცხენა მცველს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ხოლო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 19 წლის ასაკში ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში ჰქონდა.

ამის შემდეგ შვეიცარიაში, „ციურიხში“ გადავიდა, სადაც იჯარით ორი სეზონი გაატარა – მაგრამ შვეიცარიულ კლუბში ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და „დინამოში“ დაბრუნდა.