პაბლო საბალეტა „ვესტ ჰემს“ ტოვებს

20:36, 25.06.2020

არგენტინელი მცველი პაბლო საბალეტა 30 ივნისს „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ დატოვებს. ამ ინფორმაციას „სკაი სპორტსი“ ავრცელებს. როგორც ირკვევა, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გუნდთან მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმების საშუალებას ფეხბურთელს ტრავმა არ აძლევს.

საბალეტა ლონდონურ კლუბში 2017 წელს ჩაირიცხა, მანამდე კი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი იყო. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგის ეგიდით 10 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება „ვესტ ჰემს“, გუნდი ამჟამად მე-17 ადგილზეა და მომდევნო ტურში მეოთხე ადგილზე მყოფ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი