პაატა მანჯგალაძე - თვითონ არ აყენებენ მელია და რურუა საკითხს, ოღონდ მე გამოვიდე და ვადამდელზე უარი თქვითო, ელისაშვილი მელია-რურუას უფრო მაგარი მხარდამჭერი გამოვიდა?
პაატა მანჯგალაძე - თვითონ არ აყენებენ მელია და რურუა საკითხს, ოღონდ მე გამოვიდე და ვადამდელზე უარი თქვითო, ელისაშვილი მელია-რურუას უფრო მაგარი მხარდამჭერი გამოვიდა?

გვინდოდა, რომ ჩიხიდან გამოსულიყო ქვეყანა, ხალხს და ქვეყანას მოეგო, რურუას გამოსვლით რა პროცესი გამოდიოდა ჩიხიდან?​, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ იკითხა, გიორგი რურუა დაუყოვნებლივ რომ გამოსულიყო, მოაწერდნენ თუ არა ხელს დოკუმენტს, რაზეც ვახო მეგრელიშვილის გარდა, ყველამ თქვა, რომ მაინც არ მოაწერდნენ.

„არ მინდა სპეკულაციები შეხვედრის დეტალებზე. ჩვენ უნდა შევხედოთ მოლაპარაკებების პროცესს ერთობლიობაში და არავის არ აქვს განცდა, მათ შორის არც მედიატორს, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა ოპოზიციის მიზეზით. რაც შეეხება კონკრეტულად რურუასთან დაკავშირებულ საკითხს, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს მის გათავისუფლებას, ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ მე არ ვიცი, რას ემსახურება ალეკო ელისაშვილის მხრიდან მსგავსი განცხადებები, თითქოს ხელისუფლებას ჩირქი უნდა ჩამობანოს? მთავარი ახლა ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის განცხადება კი არ არის, ევროპარლამენტარების განცხადება არის, რომლებიც საქართველოს მომავალში სერიოზულ ფინანსურ სანქციებს უწესებს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში დარჩება ერთპარტიული მმართველობა. ეს არის სერიოზული პრობლემა, რაზეც ყველა უნდა დავფიქრდეთ. ამ პროცესს არ ჰყავს გამარჯვებული, ხელისუფლება ან ოპოზიცია, ყველა ერთიანად დაზიანდება და დაზიანდება საქართველოს ინტერესები. ჩვენ როდესაც ვისხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან, სწორედ ეს იყო ამოსავალი წერტილი და არა ის, რომ ოპოზიცია დარჩენილიყო მოგებული პროცესიდან. ჩვენ გვინდოდა, რომ ჩიხიდან გამოსულიყო ქვეყანა, ხალხს და ქვეყანას მოეგო ამ პროცესით.

რურუას გამოსვლით რა პროცესი გამოდიოდა ჩიხიდან? გლობალურ პოლიტიკურ კრიზისზეა ლაპარაკი, რომელშიც გვინდოდა, ხალხი შემოგვეყვანა. „ქართულ ოცნებას“ მესმის აბსოლუტურად, რომ ეშინია, დღეს ჩამოშორებულია ხალხი მართვის პროცესიდან და ეშინია ხალხის შემოყვანა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ ამას ვუჭერდით მხარს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ დღესაც მხარს უჭერს, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების პროცესში შემოვიყვანოთ ხალხი.

რურუას საკითხიც და ხუთივე საკითხიც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თუ ვერ ვთანხმდებოდით იმ საკითხზე, რომლის გამოც დაიწყო მოლაპარაკება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ვგულისხმობ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, თუ ამას არ ემსახურებოდა, ისე ახლა რურუას გამოსვლა რას შეცვლის?!

თვითონ არ აყენებენ არც მელია და არც რურუა საკითხს, ოღონდ მე გამოვიდე და ვადამდელზე უარი თქვითო და ელისაშვილი უფრო მაგარი მხარდამჭერი გამოვიდა მელიასი და რურუასი? თვითონ მელია და რურუა გვეუბნებიან, ჩვენთვის მთავარია ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება, მე გამოვალ თუ არა, არის მეორეხარისხოვანი საკითხიო, რა გავაკეთო?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.