პაატა მანჯგალაძე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
პაატა მანჯგალაძე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ეს იყო ფორმალური პროცედურა.

„ფორმალური პროცედურაა, რეგლამენტითაა გათვალისწინებული, რომ ერთ-ერთი მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციისგან წარდგენილი. ჩემი დასახელება მოხდა წარმოდგენილი ოპოზიციონერების მიერ და უმრავლესობამაც მხარი დაუჭირა. არანაირი თანამდებობა არ არის, პასუხისმგებლობა არის ის, რომ უფრო აქტიური გახდეს საპარლამენტო კონტროლის ის მექანიზმები, რომელიც საპროცედურო კომიტეტს ავალია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.